Wednesday, July 1, 2015
1.პროექტის სახელწოდება; გიორგი ლეონიძის ,,ნატვრის ხის" გაცნობა-შესწავლა.
2. პროექტის იდეა-გიორგი ლეონიძის ,,ნატვრის ხეზე" დაკვირვება, პერსონაჟის ხასიათის ამოცნობა დეტალებზე დაკვირვებით.
3.პროექტის აქტუალობა-მოსწავლეებს უვითარდებათ ძიებითი კითხვის სტრატეგია, აკვირდებიან მხატვრულ ხერხებს. აკვირდებიან გიორგი ლეონიძის მიერ შექმნილ ლექსიკურ ერთეულებს და გაარკვევენ ტექსტში მათ ფუნქციას.
რვეულებში ტექსტიდან ამოიწერენ ელეფთერისა ელიოზის დამახასიათებელ ადგილებს საკუთარი კომმენტარებით.
4. პროექტის მმიზნები- პერსონაჟისადმი ავტორის დამოკიდებულება.
მხატვრულ ხერხებზე დაკვირვება. გიორგი ლეონიძის წინა კლასებში შესწავლილი მასალის გახსენება. საუბარი გიორგი ლეონიძის ბიოგრაფიაზე.
სათაურისა და ეპიგრაფის- ,,ხეა ხეა ხერავანდი, ზედ ასხია შარავანდი" (ხალხური)-მიხედვით ამოიცნონ, რა თემაზე შეიძლება იყოს დაწერილი ეს მოთხრობა.
5.მოსწავლეთა ასაკი-13
6. ხანგრძლივობა- ერთი კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები; გიორგი ლეონიძის შემოქმედებას უფრო ღრმად შეიცნობენ. გაიგებენ როგორ ახერხებს მწერალი მოქმედი პირების საშუალებით თავისი სათქმელის
გამოყენებას . მოსწავლეები განაზოგადებენ მაპროვიცირებელი კითხვებისას გამოტანილ დასკვნებს. ისწავლიან, განამტკიცებენ ლექსიკონზე მუშაობას.
8.პროექტის მსვლელობა; მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად. წაიკითხავენ გიორგი
ლეონიძის მოთხრობებს, გაამახვილებენ ყურადღებას მხატვრულ ხერხებზე.
9.პროექტისათვის საჭირო რესურსები;სახელმძღვანელო, ინტერნეტი.
10.პროექტის აქტივობები; კითხვის სტრატეგიის გამოყენება, მხატვრულ ხერხებზე დაკვირვება.
11შეფასება:პროექტის შეფასების რუბრკა.
12.პროექტის ხელმ-ლი; მზია კაპანაძე..
Subscribe to:
Posts (Atom)